ქაბულში რამდენიმე საათში ოთხი აფეთქება მოხდა

ქაბულში გუშინდელი საღამოდან დაწყებული ოთხი აფეთქება მოხდა. პარალელურად ქალაქში უშიშროების ძალებსა და „ბოევიკებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ტერორისტებმა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ოფისში შეღწევა მოახერხეს.
ორი აფეთქება 5 სექტემბერს საღამოს ავღანეთის თავდაცვის სამინისტროსთან მოხდა, ერთი ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა.  დაღუპულთა შორის გენერალი და ორი მაღალჩინოსანი ოფიცერი იყო.
რამდენიმე საათში ქაბულის ცენტრში, საქველმოქმედო ორგანიზაციასთან  მესამე აფეთქება მოხდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ ეს თავდასხმები დაგმო. მისი თქმით, ის „ავღანეთის  მტრებმა მოაწყვეს, რომლებმაც უშიშროების და თავდაცვის ძალებთან ბრძოლის უნარი დაკარგეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები