შეკვეთილში ორი ახალი სასტუმრო აშენდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში ორ ახალ სასტუმროს ააშენებს. როგორც ივანიშვილმა ოზურგეთში, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ორივე სასტუმრო მაღალი დონის იქნება.
„ეს სასტუმრო, როგორც შეკვეთილის საკონცერტო დარბაზია გამორჩეული, ისეთივე იქნება. აუზი შეჭრილია ზღვაში. დიდი ზამთრის ბაღი აქვს, დიდი აკვარიუმი ექნება. ძალიან მინდა, რომ სეზონი გავზარდოთ და ამიტომ ძალიან დიდი ზამთრის ბაღი ავუშენე. სეზონი მარტო ივლისსა და აგვისტოში არ იყოს. სეზონი უნდა გავზარდოთ დაწყებული მაისიდან და დამთავრებული ოქტომბრით მაინც. 6 თვიანზე მაინც რომ ავიყვანოთ სეზონი. უნიკალურ სასტუმროს ვაკეთებთ შეკვეთილში. მეორე სასტუმროსაც დავიწყებთ მალე. 10 წლის წინ ვიყიდე სანაგვე ბუნკერები, მანქანები ჩამოვიყვანე, სოფლებს დავურიგე. ზღვაში რომ ნაგავი ჩამოდის, ეს კატასტროფაა. აქ ევროპელი არ ჩამოვა. ამას უნდა ძალიან დიდი მიხედვა, რომ ჩვენ კონკურენცია გავუწიოთ თურქეთს მაინც. დღეს ჩვენ თურქეთს კონკურენციას ვერ ვუწევთ. დღეს ჩვენთან მოდის ის, ვისაც თურქეთში არ უნდა. ჩვენ ზღვით პერსპექტივაში კონკურენტუნარიანი ვერ ვართ, მაგრამ მთით ვართ”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მთას მეტი განვითარება სჭირდება, რადგან მთას მეტი კონკურენციის გაწევა შეუძლია.
“მთით შეგვიძლია, კონკურენცია გავუწიოთ ნებისმიერ სახელმწიფოს ისეთი მაგარი ბუნება გვაქვს, ის ვისაც საქართველო უყვარს და აქ ჩამოვა, რომ ჩვენ ვართ უნიკალური ხალხი, ჩვენ იმ დონის ტურისტი გვეყოლება სულ. ოღონდ ინფრასტრუქტურა ავაშენოთ, ასევეა ვაზზე, რამდენიც უნდა დავწუროთ იმდენი გაიყიდება ქართული ღვინო. 200-300 მილიონი ბოთლი, გავყიდით ყველას და შევავსებთ ჩვენ ჩვენი საკმარისი ტურისტიც ჩამოგვივა და არც ციტრუსი დაგვრჩება გასაყიდი და არც ღვინო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები