ყიფშიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრილი მამაკაცის ვინაობა ცნობილია

ყიფშიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრილი მამაკაცის ვინაობა ცნობილია. როგორც ქირურგმა, კობა თაბაგარმა განაცხადა, დაჭრილი 45 წლის რამაზ მჭედლიშვილია. ექიმის განცხადებით, ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
თაბაგარის ინფორმაციითვე, პაციენტს ოპერაციის დაწყებამდე გული გაუჩერდა.
„რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა და პაციენტი გარდაიცვალა“, – აღნიშნა კობა თაბაგარმა.
ექიმის განცხადებით, გარდაცვლილს ჰქონდა ერთი გამჭოლი ჭრილობა, სავარაუდოდ, მარჯვნიდან მარცხნივ გასული.
შეგახსენებთ, რომ ყიფშიძის ქუჩაზე კლიენტსა და პროფილაკტიკის თანამშრომელს შორის შელაპარაკება მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კლიენტმა ხელოსანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე პრიმა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები