ობამა – აშშ რუსეთს სანქციებს მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე არ გაუუქმებს

აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე მინსკის შეთანხმების შესრულება არ მოხდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უახლოეს მომავალში ორივე მხარემ უნდა შეიმუშაოს ამ დოკუმენტის რეალიზების კონკრეტული გრაფიკი და თანმიმდევრობა. აუცილებელია ძალისხმევის გააქტიურება. მანამდე კი აშშ სანქციებს არ გააუქმებს“ – განაცხადა ობამამ. ამ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ობამამ უწოდა „კონსტრუქციული, მაგრამ დაუსრულებელი“.
ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს აშშ-ის მთავრობამ გააფართოვა რუსეთის იმ  ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სია, რომელთა წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გამო სანქციები მოქმედებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები