საფრანგეთში ლტოლვილთა ბანაკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

საფრანგეთის ქალაქ კალეში ლტოლვილთა ბანაკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის მახლობლად ლტოლვილთა ბანაკი მდებარეობს, რომელსაც „ჯუნგლებს“ უწოდებენ.
აქციაში სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ფერმერები, ასევე პორტისა და მაღაზიების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეები ბანაკის დახურვას მოითხოვენ. მათი თქმით, ის „ქალაქის ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლის“.
სატვირთო ავტომობილების მძღოლები აცხადებენ, რომ ცალკეული მიგრანტების და ორგანიზებული დაჯგუფებების მხრიდან მუქარის ფაქტებმა იმატა. ისინი ავტომანქანებში შეღწევას და დიდ ბრიტანეთში გადასვლას ცდილობენ. ადგილობრივები ასევე აცხადებენ, რომ მიგრანტების დასახლებიდან, რომელშიც 7 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, ხშირად სროლის ხმა ისმის.
14269847_10206740520903260_1749009558_n 14256790_10206740520943261_1610601151_n 14256805_10206740520983262_207694324_n 14218571_10206740521023263_1632645409_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები