ჰოლანდიის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც გიულენის მომხრეებს ემუქრებოდა

ჰოლანდიის პოლიციამ 42 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეებს მკვლელობით ემუქრებოდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ფეთჰულაჰ გიულენი ისლამის მქადაგებელია, რომელსაც თურქეთი 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული მამაკაცი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრეა.
ჰოლანდიის პოლიციის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი სამხედრო ამბოხების შემდეგ ამ საქმეზე სამართალდამცველ ორგანოებში 150 საჩივარი შევიდა, რომელთა უმეტესობა სოციალურ მედიაში გავრცელებულ დაშინების ფაქტებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები