ქაბულში თვითმკვლელის აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 30 ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ტერორისტული აქტი ხალხმრავალ ადგილას თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
როდესაც პირველი აფეთქების შემდეგ ადგილზე პოლიციელები, სამხედროები და უბრალო მოქალაქეები დაჭრილთა დასახმარებლად მივიდნენ, მეორე აფეთქება მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. მოძრაობის “ბოევიკები“ მათი ლიდერის, მოლა ახტარ მანსურის დაღუპვის შემდეგ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტერაქტებს აწყობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები