აზერბაიჯანში რელიგიური პროპაგანდა აიკრძალება

აზერბაიჯანში საზოგადოებრივ ადგილებში რელიგიური ხასიათის ლოზუნგები, რელიგიური ატრიბუტიკა და სიმბოლიკა აიკრძალება. თუ მსგავს შმთხვევას ადგილი ექნება უცხოელთა მხრიდან, მათ წინააღმდეგ ფინანსური სანქციები განხორციელდება და ქვეყნიდან მათი დეპორტირება მოხდება.
შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ქვეყნის პარლამენტი განიხილავს. გამოცემა „Day.Az“-ის ინფორმაციით, ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეები 2 – 2,5 ათასი მანათით, თანამდებობის პირები 8 -9 ათასი მანათით, ხოლო იურიდიული პირები – 20 -25 ათასი მანათით დაჯარიმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები