პუტინმა აღწერა, როგორი წარმოუდგენია თავისი მემკვიდრე

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, იყრის თუ არა ის 2018 წელს კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.  ამასთანავე პუტინმა თავისი შესაძლო მემკვიდრე აღწერა.
„ამჟამად ჩვენ საპარლამენტო არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი. ის რომ დასრულდება, შევხედავთ შედეგს. თუმცა შემდეგაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ ორი წელია. დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც ძალზე სწრაფად იცვლება, პრეზიდენტობაზე ჯერ საუბარი ნაადრევია“ – განაცხადა პუტინმა.
პუტინი ამბობს, რომ თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, მისი მემკვიდრე „ახალგაზრდა, მაგრამ ჩამოყალიბებული ადამიანი“ უნდა იყოს.  მან ასევე განაცხადა, რომ თავის მემკვიდრეს რუსეთის განვითარების ხედვას გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები