„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ევროპაში პარიზის ტერაქტის მსგავს სხვა შეტევებსაც გეგმავდა

ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ იუწყება, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“  გასული წლის ნოემბერში, პარიზში განხორვიელებული ტერაქტის მსგავსი მასშტაბის შეტევებს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ამზადებდა. კერძოდ საუბარია ბელგიასა და ჰოლანდიაში. ასევე გამომძიებლებმა პარიზის ტერაქტის გამოძიებისას აღმოაჩინეს, რომ დამნაშავეები საფრანგეთის სხვა რაიონებშიც მასშტაბურ ტერაქტებს ამზადებდნენ.
„სი-ენ-ენის“ განკარგულებაში „ევროპოლის“ და საფრანგეთის გამომძიებლების  90 000 -გვერდიანი მასალები აღმოჩნდა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების სტრუქტურაზე, მის წევრებზე და სამომავლო გეგმებზე დეტალურ ინფორმაციას შეიცავს.
მასალებში ასევე აღნიშნულია, თუ როგორ ახერხებენ ტერორისტები ერთმანეთთან დაკავშირებას, რა სოციალურ ქსელებს და კომპიუტერულ პროგრამებს იყენებენ ისინი და როგორ ახერხებენ სხვადასხვა ქვეყნების საზღვრების გადალახვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები