შალვა ხუციშვილი: გოდერძი თევზაძე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მიმალვის საფუძველი არ გაგვაჩნდა

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, გოდერძი თევზაძე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მიმალვის საფუძველი არც შსს-ს და არც პროკურატურას არ გააჩნდა. როგორც შალვა ხუციშვილმა დემურ სტურუას საქმის შესახებ საუბრისას, განაცხადა, საქმე ძიებისთვის უკვე გადაეცა პროკურატურას და შს სამინისტრო არანაირ ზემოქმდებას არ ახდენს.
„სტურუას დედის ცემის ფაქტთან დაკავშირებული საქმე პროკურატურამ გაითხოვა და რეალურად საქმის გამოძიებას, ისევე როგორც სტურუას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას, პროკურატურა აწარმოებს. ასე რომ, ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი საქმეზე, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას. თუ გამოძიება დაადგენს პოლიციის მხრიდან ვინმეზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტს, ამაზე ადეკვატური რეაგირება მოხდება“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მისივე განმარტებით, გოდერძი თევზაძე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
„მან რამდენჯერმე მისცა ჩვენება და ცდილობდა დაერწმუნებინა გამოძიება საკუთარ სიმართლეში. მისი მიმალვის საფუძველი არც შსს-ს და არც პროკურატურას არ ჰქონდა. თუ ვინმე იყო მასთან ერთად, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მის მიმართაც“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ განაზოგადებენ იმ ფაქტს, რომ პოლიციელმა ჩაიდინა კანონდარღვევა.
„ნუ განვაზოგადებთ იმ ფაქტს, რომ პოლიციელმა ჩაიდინა კანონდარღვევა. არავინ არავის ხელს არ აფარებს“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
როგორც ცნობილია, სამტრედიაში, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული მიმალვაში იმყოფება, რის გამოც მასზე ძებნაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები