კიევში ტელეკომპანია „ინტერს“ რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშუალებენ, შენობასთან აქცია მიმდინარეობს 

კიევში, ტელეკომპანია „ინტერის“ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები შენობის ბლოკირებასაც გეგმავენ. აქციის მონაწილეები ტელეკომპანიას რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.
„ჩვენ ახლა უნდა დავხუროთ ამ ტელეარხის შესასვლელი, რომ რუსეთის აგენტურა აქ ვეღარ მოხვდეს. არც შიგნით შევუშვებთ არავის და არც გამოვუშვებთ“ – განუცხადა ჟურნალისტებს  „წმინდა მარიას ბატალიონის” წარმომადგენელმა ალექსეი სერედიუკმა. მისი თქმით, აქცია უვადო ხასიათს ატარებს.
ტელეკომპანია „ინტერის“ შენობასთან დღეს ერთი ინციდენტი უკვე მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობასთან საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს, ხოლო შემდეგ შენობის ფანჯარში კვამლის ხელყუმბარა შეაგდეს. „ინტერში“ ხანძარი გაჩნდა, რომელმაც რამდენიმე სტუდია გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები