„სახელმწიფოს ექნება საშუალება, რომ კერძო კლინიკებმა ვერ მოახერხონ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შანტაჟი“

„სახელმწიფოს ექნება იმის საშუალება, რომ კერძო კლინიკებმა ვერ მოახდინონ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შანტაჟი“ – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას,შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში კერძო კლინიკები უნდა არსებობდეს,თუმცა არსებული მოდელი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის მიმართულებაზე მონოპოლიას არ დაკარგავს.
„კერძო კლინიკები უნდა არსებობდნენ და არსებობს კიდეც, ზოგიერთ ქვეყანაში ყველა კლინიკა კერძო მფლობელობაშია. საქართველოში გვაქვს იდეალური, ინგლისის მსგავსი მოდელი, სახელმწიფო მონოპოლიას არ კარგავს ჯანდაცვაზე, ამიტომაც გამოყოფს ამდენ თანხებს და დაზღვეულია ყველა მოქალაქე.
კერძო საკუთრებაში არსებული კლინიკების რაოდენობა უნდა იყოს რაღაც პროცენტი, რასაც სერგეენკო და მთელი გუნდი აცნობიერებენ. ეს პროცესი მიმდინარეობს, ეს ძალიან რთულია – ონკოლოგიური საავადმყოფო რომ ნახოთ რა დღეშია, რესპუბლიკური საავადმყოფოც საჭიროებს გარემონტებას. დაცული იქნება ის, რომ კერძო კლინიკებს არ ექნებათ მონოპოლია , სახელმწიფოს ექნება იმის საშუალება, რომ კერძო კლინიკებმა ვერ მოახერხონ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შანტაჟი, ამ მხრივ საკმარისზე მეტი რაოდენობის საავადმყოფოებს შეინარჩუნებს სახელმწიფო ჯანდაცვა “, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები