კობა კობალაძე: ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა საპატიო თანამდებობაა

ვეტერანების ძირითადი ტკივილი იყო მათი დაღუპული თანამებრძოლები, რომლების წლების მანძილზე განიცდიდნენ სოციალურ შეჭირვებას, – ამის შესახებ ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გლდანის მე-20 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გენერალი, რომელიც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს 5 თვის მანძილზე ხელმძღვანელობდა, აქცენტს ვეტერანთა ჰოსპიტალზე აკეთებს, რომელიც წლების მანძილზე მოუგვარებელი საკითხი იყო.
“ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა საპატიო თანამდებობაა, ამიტომ გადაიდგა საკმაოდ ქმედითი ნაბიჯი, ქვეყნის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და მოხერხდა ის, რომ ე.წ. აქილევსის ქუსლი, რომელიც იყო ვეტერანთა ჰოსპიტალი, გადავიდა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უზრუნველყოფის მართვის ქვეშ“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
მისივე თქმით, პერსონალი, რომელიც ჰოსპიტალში მუშაობდა, თავის სამსახურს შეინარჩუნებს, ქონება კი, რომელიც ჰოსპიტალის სახელზე ირიცხებოდა, მთლიანად ვეტერანთა ჯანდაცვას მოხმარდება.
კობალაძის განცხადებით, შენობის მდგომარეობას, რომელშიც ჰოსპიტალია განთავსებული სამხარაულის ეროვნული ბიურო შეისწავლის, პარალელურად კი მიმდინარეობს საუბარი იმ ტერიტორიაზე, სადაც ვეტერანთა სრულფასოვანი სარეაბილიტაციო ცნეტრი აშენდება ან ძველი შენობა შევა ექსპლოატაციაში. კობა კობალაძემ 2012 წლამდე ვეტერანთა მდგომარეობა გაიხსენა.
“ვეტერანების ძირითადი ტკივილი იყო მათი დაღუპული თანამებრძოლები, რომლებიც წლების მანძილზე განიცდიდნენ სოციალურ შეჭირვებას, უსუსურობას. სახელმწიფომ გამოხატა სრული მხარდაჭერის პოზიცია და ოჯახებს დაენიშნათ ათასლარიანი კომპენსაციები“,-განაცხადა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები