ივანიშვილი ხაინდრავას ფილმზე: საზოგადოებას უახლოეს წარსულს გაახსენებს და სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყოფილი ხელისუფლების საქმიანობაზე ფილმის გადაღება,რომლის რეჟისორიც გოგო ხაინდრავაა, მისი იდეა იყო. ამის შესახებ ექსპრემიერმა, გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
რაც შეეხება, იმ თემას, თუ რატომ დაემთხვა აღნიშნული ფილმის ჩვენება წიანსაარჩევნო პერიოდს, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ მიზეზად ფილმის მასშტაბურობა დაასახელა.
მისი თქმით, დამატებითი კითხვების გამოსარიცხად, უკეთესი იქნებოდა ფილმის ჩვენება მოცემულ პერიოდს არ დამთხვეოდა, თუმცა ივანიშვილი ამბობს, რომ ფილმი საზოგადოებას უახლოეს წარსულს გაახსენებს და სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
„რაც შეეხება ფილმს, რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იყო. ფილმის გადაღება დაიწყო 2 წლის წინ. სათაური „9+1“ ჩემი მოგონილი იყო და ხაინდრავამ ახალი სათაური გაუკეთა – „ჰეროკრატია“, ეს ნორმალურია, ჩემი გადასაწყვეტი არ იყო და არც არის. რაც შეეხება იმას, რომ ახლა შედგა ამ ფილმის ჩვენება, ამას ორი მიზეზი აქვს – პირველი: დიდი დრო დასჭირდა ფილმის გადაღებას, 24 სერიანი, მასშტაბური ფილმია და დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს. შეიძლება უკეთესი ყოფილიყო უფრო ადრე გამოსულიყო, მაგრამ ესეც კარგია, რადგან არჩევნებისთვის ცოტა მეხსიერებას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ.
ჩემთან ასეთი შეკითხვებიც იყო, ხომ არ გამოიწვევს ეს ქუჩის აქციებს. ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ერი და არავითარი ქუჩის აქციები არ იქნება თუ თავს მოხვეული არ არის ძალადობა, რაც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მოიტანა, სახიფათონი არიან რომ იცოდეთ. ძალადობრივი მეთოდები თუ იქნება და ქუჩაში აქციები იქნება, ფილმი კი არ იქნება ამის მიზეზი და ამ ფილმის ყურების შემდგომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს კი არ გაუჩნდებათ სურვილი, რომ მათ პასუხი აგებინონ… არაფერი ასეთი აქამდე არ მომხდარა იმ აგრესიის საპასუხო, რაც მათ დაუტოვეს საზოგადოებას. ისევ ისინი არიან სახიფათონი, რადგან 4 წლის განმავლობაში სულ ძალაზე იყვნენ მომართული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები