იემენში „ალ ქაიდას“ ექვსი „ბოევიკი“ გაანადგურეს

იემენის ცენტრალურ ნაწილში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებმა ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდას“ ექვსი „ბოევიკი“ გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ტერორისტები მარიბის პროვინციაში, ერთ-ერთი სახლის დაბომბვის დროს დაიღუპნენ.
„ალ ქაიდამ“ იემენში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე რაიონის დაკავება შეძლო. აშშ-ის და არაბული კოალიციის ავიადარტყმების შემდეგ ისლამისტებმა ქალაქები დატოვეს და ამჟამად მთიან  რაიონებში იმყოფებიან. აქ ისინი ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები