შორენა ბუხრაშვილი: ყველა კანდიდატთან შედარებით მაქვს ის პრიორიტეტი, რომ მე ვარ მოქმედი მაჟორიტარი

„ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი საბურთალოს რაიონში შორენა ბუხრაშვილი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბიუჯეტის ათვისებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
იგი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ათვისება მიზნობრივად უნდა მოხდეს. ბუხრაშვილი კონკურენტებთან შედარებით თავის უპირატესობაზე საუბრობს.
“მე ვარ მოქმედი მაჟორიტარი და ეს უპირატესობა მაქვს, ძალიან კარგად ვიცი, 2 წლის მანძილზე მოსახლეობას რა პრობლემა აწუხებს.
ყველაზე მწვავედ რა საკითხიც დგას დიდი დიღმის ტერიტორიაზე, ეს არის მშენებლობები, ასევე სატრანსპოტო ნაკადების კვლევა აუცილებლად გასამართია. ოპტიმიზაცია სჭირდება სატრანსპორტო ნაკადებისადმი მიდგომასაც“,-განაცხადა კვირას“ პრეს-კლუბში შორენა ბუხრაშვილმა.
„ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ კვლევებზეც საუბრობს, სადაც არც სალიდერო და არც მომდევნო პოზიციებზე „ეროვნული ფორუმი“ არ ჩანს.
ბუხრაშვილს მოსახლეობის იმ ნაწილის იმედი აქვს, რომელსაც კვლევებში მონაწილეობა არ მიუღია.
“მე არ მინახავს ანკეტა, რითაც ეს ხალხი გამოიკიხთა, არ მინახავს რა კითხვები დაუსვეს მათ. გარდა ამისა, ადამიანების უმრავლეობამ კვლევებში მონაწილეობა არ მიიღო და სწორედ ამ კატეგორიის ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს“, -განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები