სირიაში სამთავრობო ძალების მიერ დაკავებულ რაიონებში ოთხი აფეთქება მოხდა

სირიის იმ ნაწილში, რომელსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, დღეს ოთხი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
აფეთქებები ქალაქ ტარტუსში და ჰომსში, ასევე დამასკოს მახლობლად მოხდა. საერთო ჯამში 27 ადამიანი დაიღუპა.
ჰომსში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას სამი ადამიანი  ემსხვერპლა. ტარტუსში თავდამსხმელებმა ქალაქის შესასვლელთან მდებარე ხიდი ააფეთქეს.
დამასკოს მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები