შორენა ბუხრაშვილი: თბილისის მერიამ უკვე შექმნა კომისია, რომელიც შეძლებს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას

მე ვერ დავეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ, – ეს განცხადება ეროვნული ფორუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შორენა ბუხრაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში საზოგადოების ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა.
ეროვნული ფორუმის კანდიდატმა იმ კომისიაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის გაუმჯობესების მიზნით თბილისის მერიამ შექმნა. შორენა ბუხრაშვილი მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობა ეფექტური იქნება.
“თბილისის მერიამ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მეც ვიღებ მონაწილეობას, რესტუქტურიზაციის გეგმის ჩარჩო არის წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც აღნიშნული სამსახური გაივლის პროცედურებს, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მივიღებთ გამართულ სტრუქტურას, რომელიც შეძლებს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
„ეროვნული ფორუმის“ წევრი თვლის, რომ სამსახურების ხელმძღვანელთა ხშირი ცვლილება პრობლემას ვერ მოაგვარებს.
“არ მიმაჩნია მართებულად, როდესაც ხშირად იცვლება სამსახურის ხელმძღვანელები. არ ვიზიარებ არც ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლების მოსაზრებას. მე ვთვლი, რომ გვარების და სახელების შეცვლა არაფერს შეცვლის, შესაცვლელია მთლიანად სამსახურის სტუქუტურა და ამ კუთხით უკვე დაწყებულია მუშაობა“, – განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები