ოთარ დანელია შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს
ხვალ, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში”, საქართველოს მთავრობის პროექტის „საქართველოს მთავრობა – ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ოთარ დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები,საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, ასევე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები დაესწრებიან.