კათოლიკურმა ეკლესიამ დედა ტერეზა წმინდანად შერაცხა

კათოლიკურმა ეკლესიამ დედა ტერეზა წმინდანად შერაცხა. ცერემონია რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე ჩაატარა. მას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. დედა ტერეზა ალბანელი კათოლიკე მონაზონი იყო, რომელმაც ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ დააფუძნა, ის ცნობილი გახდა მისი საქველმოქმედო და მისიონერული საქმიანობით ინდოეთში, კალკუტაში. 1979 წელს დედა ტერეზა ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. დედა ტერეზა 1997 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი ნეტარად შერაცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები