იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას წლის ბოლოსთვის მიიღებს

ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების შესახებ ევროპის პარლამენტი და ევროკავშირის ყველა ქვეყანა წლის ბლოსათვის მიიღებენ.
ბრატისლავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულისებში “რადიო თავისუფლებასთან “საუბარში ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მკაფიოდ მიანიშნებენ, ხოლო ბევრ ქვეყანას აქვს მკაფიო მოლოდინი, რომ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება უნდა მიენიჭოთ.
„უვიზო მიმოსვლისათვის მწვანე შუქის ანთებას ორივე ორგანოს, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობა სჭირდება. ეს კი, როგორც წყაროებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, უკრაინისა და საქართველოსათვის ოქტომბერში ან ნოემბერში მოხდება, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას გვიან ზამთარში შეძლებენ. ადრეულ ზაფხულში საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზების მინიჭებას ხელი შეუშალა გერმანიამ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შეშფოთებული იყო მის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშულთა რაოდენობის ზრდით. იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევებში ყოველგვარი შეშფოთება შეიძლება მოიხსნას ევროკავშირის მიერ შემუშავებული „ვიზების შეჩერების მექანიზმით“,- აღნიშნულია “რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები