თუთბერიძე შიხიაშვილის წინააღმდეგ – რატომ გამოყო საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ეკლესიებისთვის 10 მილიონი

ეკლესია-მონასტრებისთვის სახელმწიფო თანხების გამოყოფა უდიდესი მანკიერება და მავნებლობაა, მაინტერესებს, რატომ გამოყო საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა ეს თანხა და რატომ არ ინტერესდება სახელმწიფო ამ თანხების მიზნობრიობით?!“, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ „თავისუფლების ინსტიტუტის“ ყოფილმა წევრმა თეა თუთბერიძემ განუცხადა.

300px-St.barbares_churchმან 2014 წლის პერიოდი გაიხსენა, როდესაც შიხიაშვილი საკრებულოს ხელმძღვანელობდა და ბიუჯეტის დამტკიცებისას, პროექტში თბილისის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების დასახმარებლად და კეთილმოსაწყობად სოლიდური თანხები გაითვალისწინა. კერძოდ, თითოეული ეკლესიამონასტრისთვის 10 000 ლარი. მთლიანობაში კი, შიხიაშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში ტაძრებისთვის 10 მილიონი გამოიყო.

თუთბერიძე ხელისუფლებას მიმართავს, დაინტერესდნენ, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა თანხები. მას მიაჩნია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არაფრით განსხვავდება სხვადასხვა ორგანიზაციებისგან და კონფესიებისგან. ამიტომ, ის სახელმწიფომ პრივილეგირებულ პოზიციაში არ უნდა ჩააყენოს.

„შიხიაშვილის მსგავსი ადამიანების არსებობა თავად პრობლემაა. მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის თანხის გამოყოფა ძალიან მანკიერი და მიუღებელი ტრადიციაა, ეს პირდაპირ გათვლილი იყო და არის სასულიერო პირების მოსყიდვაზე, რომლებიც რუსული სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებლები არიან საქართველოში და ეს ხაზი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დღესაც ძლიერდება. სწორედ ეს ხაზი გახლავთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ერთეული სასულიერო პირის გამოკლებით. დღეს 1352465155_tea-tutberidzeსასულიერო პირების უმრავლესობა სწორედ რუსული ინტერესების გამტარებელია და ამის თავი და თავი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა. სახელმწიფო ქართველი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან ახდენდა და ახდენს ამ ადამიანების გაზულუქებას ისე, რომ არც კი ეკითხებიან მოსახლეობას, სურთ თუ არა, მათ მიერ გადახდილი თანხები იხარჯებოდეს მხოლოდ ერთი ეკლესიის, მხოლოდ ერთი კონფესიის დასაფინანსებლად. მე საერთოდ არასწორად მიმაჩნია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიებისთვის თანხის გადარიცხვა განურჩევლად კონფესიისა, თუმცა, თუკი გამოიყოფა ერთისთვის, მაშინ უნდა გამოიყოს ასევე სხვა კონფესიებისთვისაც.

პრობლემა იქნება მანამ, სანამ ქართული საზოგადოება ამას თავად არ დაუსვამს წერტილს. სახელმწიფო დგამს არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს, როდესაც ერთი მიმართულებით, ერთი კონფესიის დაფინანსებას ახდენს, მაშინ, როდესაც გყავს რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ბავშვი, ამ დროს რატომ უნდა ურიცხავდე საპატრიარქოს მილიონობით თანხას?! როდესაც ქვეყანაში გყავს უამრავი ადამიანი, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, მათ შორის საზღვარგარეთ ოპერაციის გაკეთებას ან მკურნალობას, ამ ფონზე, პატრიარქი წელიწადში რამდენჯერმე გერმანიაში დადის სამკურნალოდ, და ეს მაშინ, როდესაც ეკლესიებში მოუწოდებენ ადამიანებს, რომ წავიდნენ და მამა გაბრიელის ზეთი იცხონ! თუკი, მამა გაბრიელის ზეთი სასწაულებს ახდენს, აწი, ეს ზეთი პატრიარქმა იცხოს, რაღა გერმანიაში დარბის და იქ იტარებს გამოკვლევებს და მკურნალობებს? ლამის ყოველთვიურად გადაეცემა უზარმაზარი სახელმწიფო ქონებები საპატრიარქოს და ეკლესიებს, დაწყებული ძვირადღირებული რეზიდენციებიდან დამთავრებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით, ტყეებით და ასე შემდეგ.

როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება რაღაც თანხების გამოყოფა რომელიმე ორგანიზაციისთვის და მათ შორის საპატრიარქოსთვის (ესეც ორგანიზაციაა) ამ თანხების მიზნობრიობის კონტროლს უნდა ახდენდეს სახელმწიფო და არა იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. როდის შეუმოწმებია სახელმწიფოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გამოყოფილი მილიონების, მათ შორის შიხიაშვილის მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა?! როდესმე შესულა აუდიტის სამსახური და შუემოწმებია რაში იხარჯება ეს თანხები?!

ერთი ადამიანის პროტესტი ამ ყველაფერს ვერ შეცვლის, სანამ საზოგადოება არ მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს არის უდიდესი მავნებლობა და მანკიერება. დღეს შიხიაშვილი არისქართული ოცნებისსახე და ლოგიკურია ასეთი ადამიანების არსებობაქართულ ოცნებაში“. “ქართული ოცნება“ თავად არის რუსული ინტერესების გამტარებელი და აბსოლუტურად ლოგიკურია ეს ყველაფერი. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, რაში დაიხარჯა თანხები, რომლებიც მისი საკრებულოს ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნისას გადაერიცხათ ეკლესიებს,“, – აცხადებს თეა თუთბერიძე.

 კვირამმოიძია დოკუმენტაცია, სადაც ასახულია, თუ რა თანხები  დაამტკიცა საკრებულომ თბილისის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების დასახმარებლად და კეთილმოსაწყობად.

1დოკუმენტის თანახმად, საკრებულოს გადაწყვეტილებით, თავდაპირველად ეკლესია-მონასტრებისთვის თანაბარად გამოყოფილი თანხების ოდენობამ (თითოეულს 10 000 ლარი) სამი მილიონი ლარი შეადგინა. იმ შემთხვევაში თუკი, რომელიმე ტაძარი მშენებარე იყო, ან რეაბილიტაციისთვის მეტი თანხა სჭირდებოდა, 2მათ საკრებულოსთვის უნდა წარედგინათ დეტალური პროექტი და დამატებითი დაფინანსების საკითხს ცალკე განიხილავდნენ. ასეც მოხდა. ეტაპობრივად წარდგენილი პროექტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები და ტაძრების მშენებლობა – რეაბილიტაციისთვის მთლიანობაში 10 მილიონი ლარი გამოიყო.

აღნიშნული თანხები ეკლესია-მონასტრებმა რაიონული გამგეობების ბიუჯეტებიდან მიიღეს.

 კიდევ ერთი დეტალი, ორი წლის წინ, როდესაც ირაკლი შიხიაშვილმა ტაძრების დასაფინანსებლად ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, საკრებულოს ოფიციალურად მიმართანაციონალური მოძრაობისმაშინდელმა გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა. მან უწყების მაშინდელი ხელმძღვანელის აპარატში გაგზავნილ წერილში, ეკლესიამონასტრებისთვის თანხების გამოყოფის საკითხი ასევე გააპროტესტა. თუმცა,  „ნაციონალებისპრეტენზიები საკრებულოს მაშინდელ ხელმძღვანელს არ გაუთვალისწინებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები