მიხეილ ჯანელიძე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 

მიხეილ ჯანელიძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ალბერტ  კუნდერსს ქ. ბრატისლავაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და ნიდერლანდების აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის თემები, ასევე ვრცლად ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას.
უწყების ცნობითვე, დადებითი შეფასება მიეცა ნიდერლანდების სამეფოს მიერ საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ პროგრამებს, რაც მიზნად ისახავს ევროპული გამოცდილების გაზიარებას და ხელშესახები შედეგი მოაქვს სხვადასხვა სფეროს განვითარების პროცესში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ალბერტ კუნდერსს ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემეტაციის პროცესში ნიდერლანდების აქტიური ჩართულობისთვის. ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი საქართველოს ეწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები