საფრანგეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს

 

საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ვიზალიბერალიზაციის პროცესში, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ფრანგ კოლეგას ჟან მარკ ეროს ქ. ბრატისლავაში ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა და შეხვერების  მაღალი დინამიკა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და  აღინიშნა საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ლიდერი ქვეყნის როლი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს შთამბეჭდავ მიღწევებს  ვეროპული ინტეგრაციის გზაზე და დაადასტურა პარიზის მზაობა მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ფრანგ კოლეგას საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და მადლობა გადაუხადა საფრანგეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები