ისრაელში უკრაინელი დიპლომატი პატიმრისთვის ნარკოტიკის გადაცემის გამო დააკავეს

ისრაელში უკრაინელი დიპლომატი დააკავეს. ის ნარკოტიკების გავრცელებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გამოცემა Mako იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დიპლომატი ერთ-ერთ ციხეში ვიზიტის დროს დააკავეს. ჩხრეკის დროს მას 200 გრამი ნარკოტიკი აღმოაჩნდა.
ForumDaily-ის ინფორმაციით, დაკავებული უკრაინის კონსული ისრაელში, ანატოლი პისარევსკია. ის პოლიციამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა, ვინაიდან კონსულს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს.
როგორც გამოცემას თავად ანატოლი პისარევსკიმ განუცხადა, მან არ იცოდა, რომ პატიმრისთვის გადაცემულ ამანათში ნარკოტიკები ინახებოდა.
„სისულელეა იმის თქმა, რომ კონსული პატიმარს ნარკოტიკებიან ამანათს გადასცემს, როდესაც მან იცის, რომ ყველა ნივთი მკაცრად მოწმდება. ეს ამანათი პატიმრის ნაცნობმა გადმომცა, რომელსაც მე არ ვიცნობ. მე ამანათის გადაცემას იმიტომ დავთანხმდი, რომ დაკავებულს ისრაელში არავინ ჰყავს“, – აცხადებს პისარევსკი.
რაც შეეხება დაკავებულს, მისი გვარი არ საჯაროვდება. ცნობილია მხოლოდ, რომ ის სასჯელს ქურდობისთვის იხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები