სირიის ოპოზიციურმა ძალებმა რამდენიმე სოფელი „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს

სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვრის სიახლოვეს „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ოპოზიციის შენაერთებს თურქეთის შეიარაღებული ძალები ეხმარებიან.
რამდენიმე დღის წინ თურქეთის სახმელეთო ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში შევიდნენ. ოპერაციის მიზანია ჩრდილოეთ სირიის გაწმენდა ისლამისტთა ჯგუფებისგან, რომლებიც ამ ტერიტორიიდან თურქეთს ბომბავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები