ბესლანში პუტინის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კერძოდ, თავდასხმა  „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტზე ელენა კოსტიუჩენკოზე და გამოცემა „ტაკიე დელას“ ჟურნალისტზე დიანა ხაჩატრიანზე მოხდა.
უცნობმა პირებმა ჟურნალისტებს მობილური ტელეფონები და ვიდეოკამერები წაართვეს. ამის შემდეგ ელენა კოსტიუჩენკო დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.
„ნოვაია გაზეტამ“ უკვე განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს პოლიციის უმოქმედობის გამო საგამოძიებო კომიტეტში საჩივარს შეიტანს.
ანალოგიური აქცია ბესლანის პირველ სკოლაში, სადაც 2004 წელს 314 ადამიანი დაიღუპა, 1-ელ სექტემბერსაც გაიმართა., აქციის მონაწილეები მძევლების დაღუპვაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი დააჯარიმეს, ხოლო ნაწილს საზოგადოებრივი სამუშაოები მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები