„შარლი ებდომ“ მორიგი კარიკატურა იტალიის მიწისძვრას მიუძღვნა

სკანდალურმა სატირულმა ჟურნალმა, შარლი ებდომ“ მორიგი კარიკატურა იტალიაში 24 აგვისტოს მომხდარ მიწისძვრას მიუძღვნა. კარიკატურამ იტალიაში აღშფოთება გამოიწვია.
სატირული ჟურნალის ნახატზე გამოსახულია ორი მამაკაცი – ერთს დასისხლიანებული თავი აქვს შეხვეული და აწერია – „პენე ტომატის სოუსში“. მეორე მამაკაცს სახე აქვს დაკაწრული და აწერია „ჩაშუშული პენე“. პენე – იტალიური სპაგეტის ერთ-ერთი სახეობაა.
იტალიური სამზარეულოს მესამე “კერძი“ – “ფენოვანი ლაზანია” – ნახატზე  ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სახით არის წარმოდგენილი.
ნახატს თან ახლავს კომენტარი – „იტალიაში მომხდარი მიწისძვრის დროს 300 ადამიანი დაიღუპა. დაიყვირა თუ არა მიწამ „ალაჰ აკბარ“? ეს უცნობია“.
ამატრიჩეს მერმა, ქალაქის, რომელიც მიწისძვრის შედეგად პრაქტიკულად მთლიანად დაინგრა კარიკატურას „ცინიკური და დამამცირებელი“ უწოდა. პროტესტი იტალიის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები