ქუვეითი მოქალაქეებს მოუწოდებს აშშ-ში გამგზავრებამდე მობილური ტელეფონები კარგად შეამოწმონ

ქუვეითი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს აშშ-ში გამგზავრებამდე მობილური ტელეფონები კარგად შეამოწმონ, რათა იქ არ იყოს მასალები, რომლებიც ისლამისტ ტერორისტებს შეიძლება დაუკავშირონ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ეს გაფრთხილება ქუვეითის მთავრობამ ადგილობრივი მედიის მეშვეობით მას შემდეგ გაავრცელა, რაც მიმდინარე წლის ივლისში სამ ქუვეითელს აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს.
როგორც აშშ-ში ქუვეითის საელჩო იუწყება. შეერთებული შტატების ზოგიერთ აეროპორტში ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შესაძლოა, მობილურ ტელეფონებში და სხვა მობილურ მოწყობილობებში ჩაწერილი მასალები შეამოწმონ.
ასევე ქუვეითის ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ შეერთებული შტატების აეროპორტებში უსაფრთხოების პერსონალის ყველა მოთხოვნა, მათ შორის დაკითხვის მოთხოვნა შეასრულონ, ვინაიდან უარის თქმის შემთხვევაში მათ, შესაძლოა,  აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და ვიზები გაუუქმონ.
მიმდინარე წლის ივლისში სამ ქუვეითელ ბიზნესმენს უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ლოს-ანჯელესის აეროპორტში 21 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ, ასევე მათ მობილური ტელეფონები შეუმოწმეს. შემოწმების შემდეგ ქუვეითის სამ მოქალაქეს აშშ-ში შესვლა აუკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები