კახა კალაძე: ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე რასაც ოპონენტები საუბრობენ, სიცრუეა

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ვაკეში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დემაგოგიაა ოპონენტების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ  ქვეყანაში კრიმინალმა იმატა.
“რა თქმა უნდა, ფაქტი, რომელიც მოხდა, არის ძალიან მძიმე, ძალიან ცუდი, მე როგორც მოვისმინე, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება.
ის, რასაც ოპონენტები საუბრობენ, არის სიცრუე, სიცრუეზე დაფუძნებული მათი დემაგოგია და ეს არ არის სიახლე, ჩვენ წლებია ვისმენთ ამას მათი მედიასაშუალებების მეშვეობით, რაზეც აქვთ ყველაფერი აგებული.
თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი სტატისტიკა, მაჩვენებლები აჩვენებს იმას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში აბსოლუტურად არის უკეთესობისკენ. თუმცა ეს ფაქტი, რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე გუშინ მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია იოსებ ჯოხაძე და დაჭრილია ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბადრი ნათობაძე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები