ეკატერინბურგელ ბლოგერს, რომელიც ტაძარში პოკემონებს იჭერდა, 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის სასამართლომ ვიდეობლოგერ რუსლან სოკოლოვსკის ტაძარში პოკემონების დაჭერის გამო ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. განაჩენის გამოცხადებას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ. ბლოგერი მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფაში დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება.
სატელეფონო თამაში  Pokemon Go კომპანია Niantic-მა შექმნა. ის ივლისში გამოვიდა და მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა. იმისთვის, რომ მომხმარებელმა პოკემონი დაიჭიროს, ის იმ ადგილას უნდა მივიდეს, სადაც პოკემონი „ცხოვრობს“ და მას ვირტუალური ბურთი ესროლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები