სირიაში ოპოზიციურმა ძალებმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ჰამას პროვინციაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. თუმცა სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ვერტმფრენი სირიის სამთავრობო ძალებს ეკუთვნოდა.
სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ოპოზიციურმა ძალებმა ვერტმფრენი დაფრენის მომენტში ტანკსაწინააღმდეგო  რაკეტით ააფეთქეს.
შვეულმფრენის აფეთქების დროს ორი პილოტი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისათვის: პირველ აგვისტოს იდლიბის პროვინციაში ოპოზიციურმა ძალებმა ასევე რუსული ვერტმფრენი ააფეთქეს. მაშინ ხუთი ადამიანი – ორი პილოტი და სამი რუსი ოფიცერი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები