სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში 19 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ღამით მომხდარი შეტაკებების შედეგად უსაფრთხოების ძალების 8 წარმომადგენელი და 11 „ბოევიკი“ დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
წინა დღეს მომხდარ შეტაკებებში, რომლებიც თურქეთ-ირანის საზღვართან, ვანის პროვინციაში მოხდა, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 27 წევრი და თურქეთის უშიშროების ძალების 7 წარმომადგენელი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქულმა ავიაციამ ქურთი „ბოევიკების“ პოზიციებზე შაბათს დილით ავიადარტყმები განახორციელა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები