სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო

“ბადუკა” – იგივე ბადრი ნათობაძე, რომელიც ბრალდებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობასა და ადვოკატ ზაქარია ჩიბუხაშვილის დაჭრაში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო.
ბადრი ნათობაძე 2002-2003 წლებში “ნაციონალური მოძრაობის” ვაკის ახალგაზრდული რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. ის დაახლოებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, მეგობრობს გივი თარგამაძესთან და მის ოჯახთან, გიგა ბოკერიასთან, ლევან თარხნიშვილთან და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებთან.
არსებული ინფორმაციით, ნათობაძეს ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი არველაძესთან, რომელმაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციიის ხელმძღვანელად მუშაობის დროს, მას პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მუშობა დააწყებინა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ბადრი ნათობაძემ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სოსო ჯოხაძეს, ხოლო გულ-მკერდის არეში დაჭრა მასთან ერთად მყოფი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი. თავდამსხმელი პოლიციამ მომხდარი შემთხვევის შემდეგ მალევე დააკავა. თავდასხმის ოფიციალური მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები