პრემიერმა სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი სხვადასხვა საწარმოს და კოოპერატივის წარმომადგენლების პროდუქცია დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა, კოოპერატივ „დარჩელის“ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი სხვადასხვა საწარმოს და კოოპერატივის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი პროდუქცია – თაფლი, თხილი, ჩურჩხელა, სათბურში მოყვანილი ბოსტნეული, ხილი, ღვინო და ა.შ. დაათვალიერა, დააგემოვნა და მეწარმეებს გაესაუბრა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ 599 მეპაიეს აერთიანებს.
საწარმოში 2015 წელს 47 ტონა თხილი გადაამუშავეს. კოოპერატივს იჯარით, წელიწადში ერთ ლარად გადაეცა ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – “თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის გზით” ფარგლებში, მოეწყო. საწარმოო ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად 24 ტონამდე ნაჭუჭიანი თხილის გამოშრობისა და ერთდროულად 500 ტონამდე თხილის შენახვის საშუალებას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები