გიგი გიგიაძე – სომხური მხარის განმარტებით, სარგსიანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია

სომხური მხარის განმარტებით, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია, – აღნიშნულის შესახებ მედიის წარმომადგენლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ განუცხადა.
”საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა. ჩვენი ელჩი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრა მინისტრის მოადგილეს. გვქონდა პირადი საუბარი საქართველოში აკრედიტებულ სომხეთის ელჩთან. სომხური მხარის განმარტებით, არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა გიგიაძემ.
მისივე თქმით ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და სომხეთის პრეზიდენტს შორის სავარაუდო შეხვედრის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები