ფრიდრიხ ებერტი: ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს ევროპული მიმართულების პოპულარიზაციით

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფრიდრიხ ებერტის ფონდის პრეზიდენტმა კურტ ბეკმა ინტერესი გამოხატა, ხელი შეუწყოს გერმანიის სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მიღწევების, მისი ეკონომიკური პოტენციალისა და ქვეყნის ევროპული განვითარების პოპულარიზაციას.
როგორც კურტ ბეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ბერლინში გამართული შეხვედრისას აღნიშნა, ფონდი მრავალი წელია საქართველოსთან თანამშრომლობს და მათთვის შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ განვითარების გზაზე მიაღწია.
„ბატონ მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ საქართველოს განვითარების სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის, როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური რეფორმებისა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული გეგმების შესახებ.
ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს პოპულარიზაციით და მისი ევროპული მიმართულების პოპულარიზაციით არა მხოლოდ ფედერალურ დონეზე გერმანიაში, არამედ მის ცალკეულ რეგიონებში.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს მოგვცემს“, – განაცხადა კურტ ბეკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები