კიბერუსაფრთხოების ბიუროში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

კიბერუსაფრთხოების ბიუროში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ საფინანსო ანალიტიკური სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით უწყებათაშორისო შეხვედრა გაიმართა, სადაც NATO Smart Defence – MISP (Malware Information Shairing Platform) პროექტი განიხილეს. აღნიშნული პროექტი მავნე კოდების შესახებ ინფორმაციის გაცვლით NATO-ს წევრ ქვეყნების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. საქართველოს კიბერსტრუქტურებს ის საშუალებას მისცემს, რომ ბიუროს მეშვეობით, წინსმწრები ინფორმაცია მიიღონ NATO-ს წევრ ქვეყნებში აღმოჩენილი უახლესი კიბერსაფრთხეებისა და მავნე კოდების შესახებ.

კიბერინცინდენტების ინფორმაციის გაცვლის პლატფორმის ტექნიკური ნაწილი ბიუროს მიერ არის მომზადებული და დანერგილი. შესაბამისად, უწყებას შესაძლებლობა ექნება, ეროვნულ დონეზე შეკრიბოს ინფორმაცია, შეასრულოს ლიდერის ფუნქცია და MISP პლატფორმის მეშვეობით განახორციელოს შეგროვებული ინფორმაციის გაცვლა ნატოს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის.

წყარო cyber.kvira.ge 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები