საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს წევრებს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ,გიორგი ალიბეგაშვილმა წარმოუდგინა.
როგორც “კვირას” საკრებულოდან აცნობეს, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 და №17-48 დადგენილებებში ცვლილების შეტანის საკითხს, რომელიც დეპუტატებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ წარუდგინა.
მერაბ მამულაშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის ტრაექტორიის შეცვლამ გამოიწვია.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკითხებს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს, კარლო ლაფერაძეს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილი საკითხებს, კერძოდ, თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზებასა და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას  დაუჭირეს მხარი.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დგებუაძის ქ.N-1-ში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ა(ა)იპ-,,არეტესთვის’’ სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხზე იმსჯელეს და მას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კარლო ლაფერაძის განმარტებით, აღნიშნულ ფართში ა(ა)იპ-,,არეტესი’’ სოციალური პროექტის განხორციელებას, კერძოდ, სასწავლო ოთახის, ინტერნეტელევიზიის, სტუდიისა და შესაბამისი სამუშაო ოთახის, ასევე შშმ პირთათვის ადაპტირებული მისასვლელების და სველი წერტილების მოწყობას უზრუნველყოფს. ამასთან, 100 სოციალურად დაუცველი და შშმ პირის გადამზადებისა და ყოვეწლიურად 15 ადამიანის დასაქმების ვალდებულებას იღებს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მთავრობასa და შპს ,,ალმა ტრანსპორტს’’, ასევე შპს ,,გუდაური სქი რესორტს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეცვლის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები