არჩილ თალაკვაძე ოზურგეთელ სპორტსმენებს და მწვრთნელებს შეხვდა

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთელ სპორტსმენებს და მწვრთნელებს შეხვდა.
„თქვენ პასიურ ცხოვრებას და უიმედობას ხელი გადაუწიეთ; არაერთი მოწინააღმდეგე დადეთ ბეჭებზე. სპორტი ყველასათვის უფრო მეტად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი და მაგალითის მიცემა თქვენ შეგიძლიათ“ – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთელ სპორტსმენებს.
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სპორტის სფეროში საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, სპორტსმენების მოტივირება და მაქსიმალური მხარდაჭერა.
შეხვედრას ასევე დაესწრო კალათბურთში არჩილ თალაკვაძის პირველი მწვრთნელი გურამ ლომაძე, რომელმაც კანდიდატს გამარჯვება, კარიერული წინსვლა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები