ლაშა თორდია: “პატრიოტთა ალიანსმა“ კანონი დაარღვია

“პატრიოტთა ალიანსმა“ სამი პირისგან 183 200-ლარიანი შემოწირულება მიიღო, რაზეც აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც მედიის წარმომადგენლებს დღეს გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ გააცნო.
„ჩვენ მივმართავთ სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 183 200-ლარიანი ჯარიმის გამოწერის შესახებ“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
თორდიას განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია კანონი, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო რაოდენობა წელიწადში 60 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები