იჯარა შესყიდვით – ონლაინ მაღაზია HIPPO.ge – ს უპრეცედენტო სერვისი მომხმარებელს

პირველად საქართველოში ონლაინ მაღაზია HIPPO მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის, ტექნიკის, სავარჯიშო მოწყობილობების, მუსიკალური ინსტრუმენტების, სპორტული ინვენტარის, ასევე სხვა ნივთების გაქირავებას და იჯარას შესყიდვით. ეს არის უპრეცედენტო სერვისი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს.
რატომ არის მომხმარებლისთვის მომგებიანი ეს სერვისი? ან რა ოდენობის თანხის დაზოგვა შეუძლია მას ნივთების დაქირავების შემთხვევაში? ჩვენს კითხვებს სააქციო საზოგადოება HIPPO – ს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ფერიაშვილმა უპასუხა:
– რა სერვისებს სთავაზობს ონლაინ მაღაზია HIPPO მომხმარებელს?
– ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სერვისი და ამ სერვისების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე HIPPO.Ge, სადაც წარმოდგენილია, როგორც იჯარა, იჯარა შესყიდვით, ასევე ონლაინ განვადება  და ერთიანი შესყიდვა. გამოდის, რომ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სერვისების ფართო ასორტიმენტი. აქ წარმოდგენილია ისეთი პროდუქტებიც, რომლებზეც ქირა არ ვრცელდება, მაგალითად ტანსაცმელი. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გავააქტიუროთ ჩვენი ონლაინ გაყიდვები და  მომხმარებლისთვის ყიდვის პროცესი უფრო კომფორტული გავხადოთ. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს ერთიანად შეეძლოთ ნებისმიერი მეთოდით ნებისმიერი ნივთის მიღება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი  სახლიდან გაუსვლელად!
-რატომ არის ნივთების გაქირავების ან იჯარით შეძენის სერვისი მომგებიანი მომხმარებლისთვის?
-მომხმარებელმა იჯარით შესყიდვის სერვისი უნდა აირჩიოს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მოქნილი სერვისია და მის ინტერესებზეა გათვლილი. მაღაზიიდან ნივთის წაღების შემდეგ შეუძლია უფრო მარტივად გადაწყვიტოს დაიტოვოს ესა თუ ის ნივთი თუ დააბრუნოს უკან, მაღაზიაში და ფინანსური ვალდებულებაც მოიხსნას. ეს სერვისი ფინანსური კუთხითაც მოქნილია და უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს ადამიანს. რაც შეეხება გადასახადს, მინდა გითხრათ რომ ტარიფები იგივეა, რაც განვადების შემთხვევაში და ჩვენ გვაქვს პროდუქციაზე წლიური 5 %, რაც სამომხმარებლო სესხზეც კი არ არის და შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო შეთავაზებაა მომხმარებლისთვის. მას შეუძლია ავეჯი   წაიღოს წლიური 5% – ით და ამასთანავე დაიტოვოს უფლება, მოაბრუნოს უკან ან გამოცვალოს და ფინანსური ვალდებულებაც მოიხსნას.
-რაც შეეხება იჯარისთვის გათვალისწინებულ ვადებს, გაქვთ დადგენილი თუ რა პერიოდით შეუძლია მომხმარებელს იქირაოს ესა თუ ის ნივთი?
-მინიმალური ვადა არის 3 თვე. 3 თვით შეუძლია მომხმარებელს იქირაოს ნივთი და შემდეგ დააბრუნოს უკან ან დაიტოვოს საკუთრებაში. რაც შეეხება მაქსიმალურ ვადას, მაქსიმალური ვადაა ის, რა ვადითაც მომხმარებელი აფორმებს ხელშეკრულებას. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ნივთი რჩება მის საკუთრებაში. ამასთანავე, არანაირი დამატებითი გადასახადის გადახდა მომხმარებელს არ უწევს.
-ნივთის ცვეთის ან დაზიანების შემთხვევაში, როგორ ხდება ზარალის ანაზღაურება ან ვინ განსაზღვრავს დაზიანების ხარისხსს?
-ბუნებრივი ცვეთა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ დაზიანების შემთხვევაში, თუ ნივთს ნაკაწერები ან სხვა ტიპის დაზიანება აქვს, მაშინ მომხმარებელს უწევს ამ ზიანის ანაზღაურება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ადგენს დაზიანების ხარისხსს, ჩვენ გვყავს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.
-ბაზარზე პირველები ხართ, ვინც მომხმარებელს იჯარის და იჯარით შესყიდვის სერვისი შესთავაზეთ. როგორ შეხვდა მომხმარებელი ამ სიახლეს და რამდენად პოპულარულია ის საქართველოში?
-მომხმარებლის მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა. ჩვენ შოურუმებშიც ვყიდით ავეჯს და ონლაინ რეჟიმშიც. თუ აპირებთ ავეჯის შეძენას თქვენი სახლისთვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, ლაბორატორიაში ,,ჩემი სახლი” და ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით. პოპულარობას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სერვისები ძალიან პოპულარულია და იგივე განვადებასთან მიმართებაში ჩვენ უფრო მეტს ვყიდით ჩვენს შოურუმებში, ვიდრე სხვა კომპანიები. ეს ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა და ინტერესი მაღალია ამ სერვისზე და პროდუქციაზე.
– რა ტიპის ნივთებს სთავაზობს მომხმარებელს იჯარით შესყიდვის სერვისი?
-იჯარით შესყიდვით შეგიძლიათ შეიძინოთ გარე ავეჯი აგარაკის მოსაწყობად, სახლის საძინებლები, სათამაშო კონსოლები, ფლეისთეიშენი, მუსიკალური ინსტრუმენტები, თუმცა კორპორატიული კლიენტებისთვის უფრო მოქნილი სერვისი გვაქვს და ჩვენ ვთავაზობთ კომპიუტერებს, ტელევიზორებს, ტაბლეტებს და სხვა კომპიუტერულ ტექნიკას. მაქსიმალურად მოქნილები ვართ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობაში, რადგან გვინდა, მაქსიმალურად შევუწყოთ ბიზნესს ხელი. როდესაც ერთიანი კაპიტალის დახარჯვის პრობლემა დგება, მათთვის ასეთი ტიპის სერვისები საინტერესოა.
-კიდევ რა სიახლეებს სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს სამომავლოდ?
-სამომავლოდ ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს. ვაპირებთ ლოიალური პროგრამების განხორციელებასაც. გარდა ამისა, მომხმარებლისთვის უფრო სასიამოვნო გახდება ყიდვა. ლოიალური პროგრამებით უფრო მეტის შეძენას მოახერხებთ ნაკლები თანხით.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები