ლევან იზორია: არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ ვაყენებ, ამას შესაბამისი ორგანოები დააყენებენ

„არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ ვაყენებ, ამას შესაბამისი ორგანოები დააყენებენ.“ ეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გონიოში განაცხადა, სადაც ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართა.
“მე არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ ვაყენებ, ამას შესაბამისი ორგანოები დააყენებენ. მე ამაზე ვისაუბრე და ახალს ვერაფერს გეტყვით, პროცესში ჩართულია პროკურატურა და მის სამართლებლივ შეფასებას უახლოეს ხანში მოისმენთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გონიოში ჩასვლისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის თანაგრძნობა და უდიდესი მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერას ვგრძნობდით ცალკეული მოქალაქისგანაც. ეს არის გამოხატულება, რომ ყველა ზრუნავს თითოეულ ჯარისკაცზე“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული თურქული გემის მსგავსი, ილიაუნშიც არსებობს, როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მას არ ჰგონია, რომ რომელიმე უმაღლეს დაწესებულებას ჰქონდეს მსგავსი აღჭურვილობის გემი.
გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები