„თუ არსებობს ხარვეზები, ვალდებული ვარ აღმოვფხვრა და საჯაროდ ვილაპარაკო, ჯარისკაცის ინტერესებიდან გამომდინარე”

თავდაცვის მინისტრი ოპოზოციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს, რომლებმაც გუშინდელი განცხადების შემდეგ ლევან იზორია ჯარის დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს.
როგორც იზორიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ჯარისკაცს სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას, მათ შორის იმ საფრთხეებისგან დაიცვას, რომელიც მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება.
“ჩემი განცხადება ემსახურება იმას, რომ დავიცვათ ჯარისკაცის უსაფრთხოება და ყველა სამხედრომ ღირსეულად იგრძნოს თავი. ჯარისკაცი წვრთნების დროსაც უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ და მშვიდობიანობის დროსაც. ჯარისკაცს სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას, მათ შორის იმ საფრთხეებისგან დაიცვას, რომელიც მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვალდებული ვარ, ამ საფრთხეებზე ვიზრუნო და თუ არსებობს რაღაც ხარვეზები, ვალდებული ვარ ისინი აღმოვფხვრა და საჯაროდ ვილაპარაკო, ჯარისკაცის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა იზორიამ.
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საზღვაო სპეცდანიშნულების წვრთნები შეჩერებულია, რადგან თავდაცვის სამინისტროში არ არსებობს წვრთნების ინსტრუქტორის სერტიფიკატის მქონე ინსტრუქტორი. შესაბამისი განცხადება მან გუშინ ჟურნალისტებთან გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები