სერგეენკო: ონკოლოგიასა და ორგანოთა გადანერგვაზე ბელორუსიასთან თანამშრომლობა გაფართოვდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ქართული მხარე ბელორუსიასთან თანამშრომლობას აფართოებს. მისივე თქმით, თანამშრომლობა ორ მიმართულებას გულისხმობს- ფარმწარმოებასა და კლინიკურ მიმართულებას.
„მე დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგებთან და ვფიქრობ, ორი მთავარი მიმართულება რა მხრივაც გავაფართოებთ თანამშრომლობას, იქნება ბელორუსული ფარმწარმოების, მედიკამენტების სპექტრის მნიშვნელოვანი გაზრდა, რადგან მათ დადასტურებულად ევროპული ხარისხი აქვთ და მეორე – კლინიკური მიმართულება – ონკოლოგია და ორგანოთა გადანერგვა,“- განმარტა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პოტენციური თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, რადგან ბელორუსიის სახელმწიფომ დიდი მიღწევები განახორციელა, როგორც ფარმწარმოების, ისე კლინიკური მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც უკვე ძალიან კარგია, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს,“- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები