თამარ კორძაია: დაკარგული სამხედროების საქმეს გამოძიებამ უნდა მიხედოს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დაკარგული სამხედროების ძებნის შეწვეტის ოპერაციაზე ისაუბრა. ის ნაჩქარევ ნაბიჯად თვლის ხელისუფლების მხრიდან დაკრძალვის ცერემონიალის გამართვას.
“სამწუხაროა, რომ ძებნა შეწყდა და ვერ მოხერდა მათი პოვნა, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რატომ იჩქარა ხელისუფლებამ დაკრძალვის ცერემონიალის ჩატრება,როცა ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან“, – განაცხადა დეპუტატმა.
კითხვაზე, ელოდება თუ არა მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, კორძაია პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.
“ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, არ ვიცი. ამ ეტაპზე ამაზე საუბრის დრო არ არის. საქმე მოკვლევისთვის გადაეცა გენინსპექციას და შესაბამის დასკვნასაც ისინი დადებენ“, – აღნიშნა კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები