ვერხვის ხე ავარიულ სახლს დაეცა

თბილისში, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ, ახოსპირელის ქუჩაზე ვერხვის ხე წაიქცა, რომლის მოჭრის რეკომენდაცია მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა 10 დღის წინათ გასცა. ხე საცხოვრებელ სახლs დაეცა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
როგორც “სითი კვირას” ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში განუცხადეს, 10 დღის წინ დაათვალიერეს გუდიაშვილის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხეების მდგომარეობა და რამდენიმე ხის მოჭრის რეკომენდაცია გასცეს.
„ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე ვერხვი, მისი სიმწვანის მიუხედავად, დაავადებული იყო და ამიტომ ხის მოჭრის გადაწყვეტილება მივიღეთ. გუშინ ამოვარდნილი ქარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანში გამოვლინდა ქარქცევადი ხეები, რომლებიც მოსახლეობას უქმნიან საფრთხეს“, – განმარტავენ ეკოლოგიის სამსახურში.
ეკოლოგიის სამსახურის მიერ მოწოდებულ ფოტოებზე ასახულია, თუ როგორ გამოიყურებოდა ვერხვის ხე 10 დღის წინ და დღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები