„სტოპ-კადრი“ ფილმებიდან: ცირა რაზმაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

2 სექტემბერს, 18 საათზე, კოტე აფხახის 4-ში   (ყოფილი ლესელიძის ქუჩა), კაფე „არტ ტიფლისში“ მხატვარ-დეკორატორ ცირა რაზმაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება. სულ ზეთსა  და აკრილში შესრულებული 33 ნახატი გამოიფინება.
14218017_1166501150055471_1902904715_n„მხატვარ-დეკორატორი ვარ, მაგრამ ჩემში ბოლოს მაინც ფერწერამ სძლია. მრავალჯერ გამჩენია  გამორჩეული კადრის დახატვის სურვილი და ძლივს ავისრულე. კინომანი ვარ. ეს ნამუშევრები არის  „სტოპ-კადრი“ ქართული და ამერიკული კინოფილმებიდან:  „პეპელა“, „მე ვხედავ მზეს“, „მოდილიანი“ „მისტერ მორგანის ბოლო სიყვარული“, „ღამე მშვიდობისა“, „მისტერ ფილიპსი“, „12 წელი მონობაში“… – განუცხადა „კვირას“ ცირა რაზმაძემ.
ეს ცირა რაზმაძის მეორე პერსონალური გამოფენა იქნება. პირველი გამოფენა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა. ცირა რაზმაძე სამი შემოქმედებითი გაერთიანების წევრია. იგი  ხშირად მონაწილეობს ჯგუფურ და საქველმოქმედო გამოფენებში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები