ლიანა ისაკაძის საქველმოქმედო კონცერტი „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება

2 სექტემბერს, 20 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, რომლიდან შემოსული თანხაც მთლიანად მოხმარდება ანდრია სოლომნიშვილის გადაუდებელ ოპერაციას.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ლიანა ისაკაძის მეგობრები და მსოფლიოს კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“.
კონცერტი საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში ჩატარდება, რომლის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი, ლეგენდარული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე 70 წლისაა.
საფესტივალო საღამოები 27 და 28 აგვისტოს ბათუმში გაიმართა, 30 აგვისტოს – ანაკლიაში, ხოლო დასკვნით კონცერტს თბილისი უმასპინძლებს.
დედაქალაქში ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დასკვნითი საფესტივალო საღამო და გალაკონცერტი 4 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები